13:14 | 2020-11-03 ავტორი: Prime Time

პირბადის ტარებასთან დაკავშირებით მიღებულია მნიშვნელოვანი ცვლილება – ხვალიდან, დარღვევის შემთხვევაში, 20 ლარით დაჯარიმდებით

პირბადის ტარებასთან დაკავშირებით მიღებულია მნიშვნელოვანი ცვლილება – ხვალიდან, დარღვევის შემთხვევაში, 20 ლარით დაჯარიმდებით

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება - მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათიდან აღარ იმუშავებს
2020-11-03მთავრობის ახალი გადაწყვეტილება - მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათიდან აღარ იმუშავებს

 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს. ჯარიმა 20 ლარი მოქმედებს დღეისთვის. ვაფართოებთ და ხვალიდან პირბადის ტარება იქნება სავალდებულო ღია სივრცეში.“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ავტორი: Prime Time

X