15:53 | 2020-06-08 ავტორი: ალექსი ქამადაძე

პირბადის ტარების წესების დარღვევაზე ჯარიმა მცირდება

პირბადის ტარების წესების დარღვევაზე ჯარიმა მცირდება

საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის, ფიზიკური პირი 50-ი ნაცვლად შესაძლოა 20 ლარი განისაზღვროს.

 

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ის ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია და ამბობს, რომ 20-ლარიანი ჯარიმა საკმარისი იქნება.

 

6 წესი, რომელიც ფრენისას უნდა დავიცვათ  - ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები დაამტკიცა
2020-06-086 წესი, რომელიც ფრენისას უნდა დავიცვათ - ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები დაამტკიცა

 

„სასჯელი უნდა იყოს ისეთი, რომ ის აღწევდეს მიზანს. არ უნდა იყოს არც იმდენად დიდი, რომ ის ტვირთად აწვებოდეს მოქალაქეებს და არც ისეთი, რომ შეამციროს პასუხისმგებლობა, საკმარისი იქნება 20 ლარი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ამ დარღვევისთვის ფიქსირებული თანხა 20, 25 ან 30 ლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს.

 

„პირბადის არტარებისთვის თანხა იყოს არა 50 ლარი, არამედ შევამციროთ ეს, სავარაუდოდ, 20- დან 30 ლარამდე იქნება ეს თანხა დაკორექტირებული.

 

ამის მოტოვაცია გახლავთ ის, რომ არ გვსურს მძიმე ტვირთად დააწვეს ეს საზოგადოებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X