
ის ადამიანები, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ კანცელარიაში ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში – თვეში 200 ლარს.
“ეს არის ის მინიმუმი, რაც საქართველოს მთავრობას დღეს შეუძლია შესთავაზოს ჩვენს მოქალაქეებს” – აღნიშნა გახარიამ.
მისივე თქმით, ამ დახმარებით დაახლოებით 350 000 მოქალაქე ისარგებლებს.






















