12:16 | 2021-08-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პირი, რომელმაც დანითა და ჩაქუჩით კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, დააკავეს

პირი, რომელმაც დანითა და ჩაქუჩით კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული მ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მორიგი ტრაგედია! - ქუთაისში ორსულს კოვიდის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა, მას საკეისრო კვეთა ამ დრომდე ვერ უტარდება 
2021-08-12მორიგი ტრაგედია! - ქუთაისში ორსულს კოვიდის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა, მას საკეისრო კვეთა ამ დრომდე ვერ უტარდება 

 

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.

 

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ქ. მომხდარიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 7-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X