
პირი, რომელმაც თავდამსხმელი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიიყვანა, იდენტიფიცირებულია და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ვიცით, რომ ეს პიროვნება არის ჩაცმული სამხედრო ფორმაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემები, რომ უცნობმა პირმა იგი მიიყვანა დასახელებულ ბანკამდე, ხოლო ამ მოქალაქესთან სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს.
ეს პიროვნება არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც სავარაუდოდ შემხებლობა არ ჰქონდა ამ თავდასხმასთან. შემდგომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
სპეცოპერაცია ზუგდიდში
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.
„ტერორისტები შეიჭრნენ“ – თვითმხილველი ზუგდიდის სპეცოპერაციიდან (ვიდეო)
იგი არის კბილებამდე შეიარაღებული! – მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო






















