22:24 | 2021-02-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პირობას ვაძლევ „მიტროპოლიტ“ სტეფანეს, აწ უკვე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველს, არ დასრულდება ამ ეპარქიის სკანდალურობა – თეოლოგი

პირობას ვაძლევ „მიტროპოლიტ“ სტეფანეს, აწ უკვე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველს, არ დასრულდება ამ ეპარქიის სკანდალურობა – თეოლოგი

თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში სინოდის გადაწყვეტილებით მიტროპოლიტ სტეფანეს დანიშვნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

„პირობას ვაძლევ „მიტროპოლიტ“ სტეფანეს, აწ უკვე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველს, რომ არ დასრულდება ამ ეპარქიის სკანდალურობა, ვიდრე მამათმავლობის ცოდვაში მხილებული პატრიარქი არ დაჯდება განსასჯელის სკამზე და არ მოხდება ბრალდების განხილვა. თქვენ თავად დასრულდებით მაგ ეპარქიაში, როგორც ეპ. გრიგოლის ხანა დასრულდა, რომელსაც სავსებით სამართლიანად ეუბნებოდნენ, რომ ჩვენი მეუფე არის პეტრე.

 

ელოდეთ იმავე პრეტენზიას თქვენ მიმართაც.

 

4 წლის ელენეს, რომელსაც დედამ ძვლის ტვინი გადაუნერგა, საზოგადოების დახმარება სჭირდება
2021-02-144 წლის ელენეს, რომელსაც დედამ ძვლის ტვინი გადაუნერგა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

 

დაპირისპირების ახალი სეზონი იწყება თქვენი იქ ჩასვლის წამიდანვე და ის გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება ბრალდების განხილვა და შესაბამისი მსჯავრის დადება დამნაშავეზე. ჩვენ მზად ვართ, გელოდებით!

 

გზადაგზა ,,მიტრ” სტეფანეს „საგმირო საქმეების“ შესახებაც მოგიყვებით!, – წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

 

„ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ...“ - ქეთი დუმბაძე თაკო ჩარკვიანს მიმართავს
2021-02-14„ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ...“ - ქეთი დუმბაძე თაკო ჩარკვიანს მიმართავს

 

ცნობისთვის: დღეს საკვირაო წირვა ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ აღავლინა და მრევლს ამით დაემშვიდობა.

 

მისივე განმარტებით, დაწყებულია ეპარქიის გადაბარების პროცესი და ახლადდანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანეს წარმატებები უსურვა.

 

მისივე თქმით, იგი სამღვდელოებამ და მრევლმა არ მიიღო და მოღვაწეობიდან 16 თვის შემდეგ პატრიარქს მიმართა ისევ წალკაში დაებრუნებინა, სადაც წლები მსახურობდა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X