15:53 | 2020-07-08 ავტორი: Prime Time

პირს ძალადობის მხვერპლის გაუპატიურების მცდელობისთვის 6 წელი მიესაჯა

პირს ძალადობის მხვერპლის გაუპატიურების მცდელობისთვის 6 წელი მიესაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა სიღნაღის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული პირის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ვ.დ. დამნაშავედ ცნო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ.დ.-მ, ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა.

ანა სუბელიანზე თავდასხმაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2020-07-01ანა სუბელიანზე თავდასხმაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამართალდამცველებმა ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ავტორი: Prime Time

X