13:42 | 2020-06-09 ავტორი: ნინი ტაველიძე

სიკვდილით დასჯიან კაცს, რომელსაც CIA-სთვის გენერალ ყასემ სულეიმანის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა ბრალდება

სიკვდილით დასჯიან კაცს, რომელსაც CIA-სთვის გენერალ ყასემ სულეიმანის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა ბრალდება

ირანში სასამართლომ პირს, მაჰმუდ მუსავი მაჯდის, რომელსაც ბრალად აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის (CIA) გენერალ ყასემ სულეიმანის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა ედებოდა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ THE JERUSALEM POST-ი ავრცელებს.

 

ირანის უზენაესი სასამართლოს ოფიციალური წარმომადგენლის, გოლიამ ჰოსეინ ისმაილის თქმით, მაჰმუდ მუსავი მაჯდი აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან და ისრაელის „მოსადთან“ იყო დაკავშირებული.

 

„მან ჩვენს მტრებს სულეიმანის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცა“,- ამბობს ისმაილი.

 

მისივე თქმით, მაჰმუდ მუსავი მაჯდის სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, რომელიც მალე სისრულეში იქნება მოყვანილი.

 

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

 

ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ: მსოფლიო ირანის პასუხის მოლოდინში – რა გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს საქართველოზე

ავტორი: ნინი ტაველიძე

X