12:33 | 2020-04-26 ავტორი: Prime Time

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი დატოვებს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკას დღეს ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

 

„რაც შეეხება რეანიმაციას, იქ შვიდი პაციენტია. მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკული რჩება. ჰემოდინამიკის რღვევით, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. დანარჩენი პაციენტები, რომელბიც სხვადასხვა განყოფილებებში იმყოფებიან, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილური რჩება, გართულებების გარეშე. დღეს კლინიკას ექვსი პაციენტი ტოვებს კორონავირუსის გარეშე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 485 – მდე გაიზარდა. 

 

საქართველოში კორონავირუსისგან 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

ავტორი: Prime Time

X