12:47 | 2020-04-08 ავტორი: თეონა ყაჭიური

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს ორი პაციენტი დატოვებს- ლევან რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს ორი პაციენტი დატოვებს- ლევან რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 71 პაციენტი რჩება, მათგან ვირუსი 53-ს უდასტურდება.

 

მისი თქმით, დღეს ვირუსის გარეშე კლინიკიდან ორი პაციენტი გაეწერება.

 

„კრიტიკულ დეპარტამენტში მოთავსებული ადამიანებთან შეინიშნება დადებითი დინამიკა.

 

42 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა მძიმე პაციენტი იყო, მეტნაკლებად სტაბილურია.

 

ორსულ ქალბატონებს რაც შეეხება, ერთ მათგანთან გავიდა 14 დღე. ანალიზი იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი.

 

რაც შეეხება 8 კვირის ორსულს, მისი და ნაყოფის მდგომარეობაც შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს. დანარჩენი პაციენტებიდან 27 პაციენტი გვყავს პნევმონიით და მათი მდგომარეობაც სტაბილურია“,- განაცხადა ლევან რატიანმა.

 

მისივე თქმით, 13 წლის ბიჭს უარყოფითი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება და აბსოლუტურად ჯანმრთელია.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

გარდაცვლილია 3 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებული 46.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X