10:28 | 2020-04-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულების Facebook-ზე გამოქვეყნდა.

 

„27 აპრილის მონაცემებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 110 პაციენტი, აქედან კორონავირუსით ინფიცირებულია 87 პაციენტი.

 

რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 7 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 79 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 486 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 150 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 6.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X