15:25 | 2020-04-05 ავტორი: Prime Time

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტია

„პაციენტის მდგომარეობაც ამ ეტაპზე ითვლება კრიტიკულად და ტერმინალურად“ – თსსუ-ის პირველ სამედიცინო უნივერსიტეტში კიდევ ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტია. ლევან რატიანის ინფორმაციით, პაციენტი 67 წლისაა და მისი მდგომარეობა ტერმინალურია.

 

„რეანიმაციულ განყოფილებაში, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, კრიტიკულია. პაციენტი გადმოყვანილია სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრიდან. ამ პაციენტის მდგომარეობაც ამ ეტაპზე ითვლება კრიტიკულად და ტერმინალურად, ვინაიდან არის მულტი-პოლიორგანული უკმარისობა. მართალია მიმდინარეობს ყველა ღონისძიება, რაც პროტოკოლით არის გაწერილი, მაგრამ არ ვიცი, შედეგს რას მივიღებთ ვერ გეტყვით.

 

საუბარია 67 წლის ქალზე, აქაც დაგვიანებული შემთხვევაა, როცა შემოვიდა ჩვენს კლინიკაში, სატურაცია იყო 67 – ეს ის მომენტია, როდესაც წესით და რიგით, ცოცხალი არსება, ვინც ექიმია და განათლებული ადამიანი იცის, რომ სიცოცხლეს წყვეტს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, იმედია რომ ჩვენი ჩატარებული ღონისძიებები, დადებით შედეგს გამოიღებს“ – განაცხადა ტვ პირველის ეთერში პირველი სამედიცინო უნივერსიტეტის დირექტორმა ლევან რატიანმა.

 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X