
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე მისი დედა, გიული ალასანია პირველ კომენტარს აკეთებს.
„პირველად გავიღიმე დიდი ხნის შემდეგ, თუმცა, სანამ ჩემი თვალით არ დავინახავ იქ [გორში] ნამდვილად არის ჩაყვანილი და მოთავსებული, არ ვიცი… ჯერჯერობით ისევ იმ მდგომარეობაში ვარ.. იმდენი იმედგაცრუება იყო ამ დღეების განმავლობაში, ბოლოს და ბოლოს მიიღეს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე საათში მიხეილ სააკაშვილს გორის კლინიკაში გადაიყვანენ. პირობის თანახმად, გადაყვანისთანავე შეწყვეტს ის შიმშილობას.






















