
„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე ყოფილი მსჯავრდებული მაია რჩეულიშვილი პატიმრობის წლებზე საუბრობს და ამბობს, რომ ციხეში 5 წელი მუშაობდა.
“ყველაზე მეტად მენატრებოდა ვახო.. ვთვლი, რომ ვახოს სიკვდილი იყო ყველაზე დიდი პროტესტი, რომელიც გამოეხატა და ეს მოჰყვა ჩვენს დაჭერას, ეს იყო ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც ვახოს მივაყენეთ..
პირველად ციხეში რომ გავიღვიძე, შეგუების მომენტი არ მქონია. მაშინვე დავიწყე კამერის მოწყობა. 5 წელი დღე და ღამე ციხეში ვიმუშავე.
ძალიან მტკივა გული, რომ ხალხს გული ვატკინეთ. იმდენად განვიცდი ამ ყველაფერეს.. ყოველდღე ამ ხალხზე ვფიქრობდი..
ყველაზე მეტად გუკას ვდარდობდი. ოჯახი ძალიან დაზიანდა ჩვენი დაჭერით, მაგრამ გუკა დამხვდა ისე, როგორც ვოცნებობდი რომ დამხვედროდა.
ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს, მათ შორის, “მაგნოლიას” ეპიზოდსაც მოიცავდა.
ასევე დაგაინტერესებთ:























