17:28 | 2020-12-28 ავტორი: Prime Time

„პირველი ბზარი თბილისის მერობის არჩევნებზე გაჩნდა“ – რატომ გაიყო ელენე ხოშტარიას და „ევროპული საქართველოს“ გზები

„პირველი ბზარი თბილისის მერობის არჩევნებზე გაჩნდა“ – რატომ გაიყო ელენე ხოშტარიას და „ევროპული საქართველოს“ გზები

დღეს, 28 დეკემბერს ელენე ხოშტარიამ “ევროპული საქართველო” ოფიციალურად დატოვა.

 

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება განსხვავებული სამომავლო მიზნებითაა განპირობებული და დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყევა სურს.

 

„ამ პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკურ ცხოვრება. არ გადავდივარ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში და ვრჩები ოპოზიციაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი რეჟიმთან ბრძოლაში. არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. მე მაქვს ახალი გეგმები, ახალი პლატფორმის შემქნა.

პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე შევქმნა დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, აქტივიზმი, ისე კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას პარტიაში არსებული დაპირისპირების შესახებ არაფერი უთქვამს. მეტიც, მისი ყოფილი თანაპარტიელები აცხადებენ, რომ “ევროპულ საქართველოში” განხეთქილებას და უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია.

“ყველა ბინძურ ჭორს, თითქოს ეს არის უთანხმოების შედეგი ან თითქოს ელენე აპირებს პარლამენტში შესვლას, ან თითქოს არის რაღაც განხეთქილება, ყველა ასეთ ბინძურ ჭორს მინდა ახლავე ვუპასუხო, ეს არაფერი ასე არა რის. ეს იყო ის, რაც დიდი ხნის მანძილზე ვიცოდით, ელენეს სურვილი იყო, წასულიყო დამოუკიდებელი აქტივიზმის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ მიზმნები, რომელიც ჩვენ გვაქვს არის საერთო მიზნები, არაფერი არ ხდება, გული გვწყდება მაგრამ, ეს არის პოლიტიკა და ჩვენ ვრჩებით თანამოაზრეებად”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თუმცა “პრაიმტაიმის” მკითხველს კარგად ახსოვს, რომ ელენე ხოშტარიასა და თანაპარტიელებს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა.

 

ელენე ხოშტარია ხოშტარია პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფორმას საჯაროდ გაემიჯნა. კერძოდ საუბარია “ევროპული საქართველოს” ლიდერების მიერ “ნაციონალურ მოძრაობასა” და მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმებზე.

“გასაგებია, რომ ერთიანობის მიუხედავად, პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, კონკურენციაა პარტიებში, თუმცა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ”, – თქვა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ უგულავამ სააკაშვილზე საუბრისას თქვა: “სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას”. უგულავას სწორედ ამ განცხადებას მოჰყვას ხოშტარიას კრიტიკა, რითაც პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფორმას გაემიჯნა.

 

აზრს, რომ ელენე ხოშტარიასა და პარტიის სხვა ლიდერებს შორის დაპირისპირება დიდიხანია დაწყებულია “ტაბულას” დამფუძნებლისა და გიგა ბოკერიას მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის “ფეისბუქ” კომენტარებიც ადასტურებს.
მისი თქმით, როცა ელენე ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატობას დათანხმდა, მაშინ პარტიისგან უკვე დისტანცირებული იყო.
“დიდი ხანია დისტანცირებულია. კანდიდატობას როცა დათანხმდა, მაშინაც დისტანცირებული იყო. ახალი არაფერი მომხდარა, ერთი წელია დაკარგულია პარტიისთვის – მეტიც”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი კომენტარებში.
როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, პარტიაში პირველი ბზარი თბილისის მერობის არჩევნებზე გაჩნდა. ელენე ხოშტარია ჯერ კიდევ მაშინ დავით ბაქრაძისგან დისტანცირებას ცდილობდა.
“[პარტიას] არაფერს დააკარგინებს – პარტიაზე ნაკლები აიღო, როცა პარტიის მერობის კანდიდატი იყო. (მაშინ უკვე დისტანცირებას ცდილობდა ბაქრაძისგან)”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ავტორი: Prime Time

X