12:20 | 2021-11-27 ავტორი:

პირველი დეკემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება – ნახეთ შეზღუდვები სრულად

პირველი დეკემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება – ნახეთ შეზღუდვები სრულად

პირველ დეკემბრამდე სულ მცირე დრო რჩება. მთავრობის გადაწყვეტილებით თვის დასაწყისიდან „მწვანე პასპორტის” სისტემა ამოქმედდება.

 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირები, რომლებიც დღემდე არ ჩართულან იმუნიზაციის პროგრამაში და არ აცრილან საქართველოში არსებული ნებისმიერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, გარკვეულ დაწესებულებაში შესვლა შეეზღუდებათ, კერძოდ – კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში და ა.შ.

 

შეზღუდვა არ იმოქმედებს მათთვის, ვისაც “მწვანე პასპორტი” ექნება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. საშვზე მოთხოვნა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე და ტურისტებზე ვრცელდება.

 

მომხმარებელს „კოვიდ პასპორტის“ აღება ორ გზით შეუძლიათ, ონლაინ აპლიკაციის საშუალებით, რომელზედაც საჭიროა მარტივი რეგისტრაციის გავლა. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ პირს QR კოდი მიენიჭება, რომელიც განახლებას არ მოითხოვს, ხოლო მწვანე საშვის მიღება, ადამიანს მეორე გზით, იუსტიციის სახლში მისვლით შეუძლია, სადაც ვაქცინირებულ ადამიანს გადასცემენ შესაბამის საბუთს.

 

თუ გსურთ „მწვანე საშვის“ აღება ონლაინ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია მითითებულ ბმულზე ღილაკის დაჭერით: AndroidIOS

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X