14:23 | 2021-07-30 ავტორი: Prime Time

პირველი დოზის შემდეგ ვაქცინის შეცვლა შესაძლებელია

პირველი დოზის შემდეგ ვაქცინის შეცვლა შესაძლებელია

მოქალაქეებს, რომელთაც კონკრეტული ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ გვერდითი რეაქცია გამოუვლინდათ, ვაქცინის შეცვლა შეეძლებათ, ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

 

„ვისაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაუდასტურდათ სერიოზული გვერდითი რეაქცია, ეს გვერდითი რეაქცია შემდეგ შეფასებული იქნა იმუნიზაციის იმ ჯგუფის მიერ, რომელიც გვერდით მოვლენებს აფასებს, ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა მეორე ვაქცინა გაიკეთონ სხვა ტიპის ვაქცინით. ვთქვათ, „ასტრაზენეკაზე“ გვქონდა ალერგიული რეაქცია, დადასტურებული შესაბამისი ჯგუფის მიერ, მას ექნება შესაძლებლობა მეორე ვაქცინა გაიკეთოს „ფაიზერით“ ან ნებისმიერი სხვა, რომელიც მას სურს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ავტორი: Prime Time

X