14:40 | 2020-12-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პირველი კადრები ადგილიდან, სადაც ბადრი ესებუას ძმა დააკავეს (ვიდეო)

პირველი კადრები ადგილიდან, სადაც ბადრი ესებუას ძმა დააკავეს (ვიდეო)

ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს.

 

„პრაიმტაიმის“ ჟურნალისტმა ბიძინა ესებუას დაკავების ადგილზე გადაიღო კადრები. ადგილზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

 

ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული ბიძინა ესებუას კუთვნილი ავტომობილი, რომელიც პოლიციამ გაჩხრიკა.

 

ოჯახის ერთ-ერთ ახლობელზე დაყრდნობით, ჩვენთვის ცნობილი გახდა ბიძინა ესებუას დაკავების სავარაუდო მოტივი. როგორც ირკვევა, გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია ბადრი ესებუას და მისი ძმის კონტაქტის შესახებ, მან სამართალდამცველების გამოჩენისთანავე გაქცევა სცადა, თუმცა დროულად დააკავეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის მეორე დღეს ბადრი ესებუა დეიდის სახლში იმალებოდა, სადაც მას ძმამ, ბიძინა ესებუამ მიაკითხა და მალულად ტყეში წაიყვანა.

 

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული ბადრი ესებუა, საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარით 21 ოქტომბერს შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

 

ბადრი ესებუაზე ძებნაა გამოცხადებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X