21:58 | 2021-11-29 ავტორი: Prime Time

პირველი პროცესი განსასჯელის სკამზე – ბრალდებული სააკაშვილის მთავარი „მე“ და ბოდიში, რომელიც ბოდიში არ იყო

პირველი პროცესი განსასჯელის სკამზე – ბრალდებული სააკაშვილის მთავარი „მე“ და ბოდიში, რომელიც ბოდიში არ იყო

„პირველი პროცესი განსასჯელის სკამზე, სიტყვა, რომელიც საათ-ნახევარი გაგრძელდა და რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს ძველი დრო გახსენათ. მე, ეს იყო მთავარი ბრალდებულის გამოსვლაში, რომელიც საკუთარ თავს საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელს უწოდებს. ბოდიში, რომელიც არ იყო ბოდიში, არანაირი სინანული მისი პრეზიდენტობის ძალადობრივი მმართველობის ათასობით ფაქტზე. ყოფილი პრეზიდენტი არ აღიარებს არცერთ კონკრეტულ დანაშაულს და ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი გირგვილიანის საქმე…“

„მე ციხეში არ უნდა ვიჯდე“ - მიხეილ სააკაშვილი 
2021-11-29„მე ციხეში არ უნდა ვიჯდე“ - მიხეილ სააკაშვილი 

 

ყოფილმა პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა რომ ქართულ სასამართლოს არ ცნობს, თუმცა პროცესი დღეს, როგორც ტრიბუნა მაინც გამოიყენა. 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლოზე ბრალდებული სააკაშვილი პირველად წარსდგა.

 

გარდა მიმდინარე გამოძიებისა ექს-პრეზიდენტმა დღეს საქართველოში დაბრუნების მოტივებზეც ისაუბრა. სააკაშვილმა განმარტა, რომ გარდა საქართველოში მყოფი მხარდამჭერებისა, მას ჩამოსვლისკენ ოჯახის წევრებმაც მოუწოდეს. ბრალდებულის თქმით, ჩამოსვლამდე ის ევროპარლამენტარებსა და ამერიკელ სენატორებსაც ესაუბრა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ დამოუკიდებლად მიიღო.

 

დაგაინტერესებთ: „წყაროები მატყობინებენ, რომ მიშას მოსამართლეს სააკაშვილის სურათი კაბინეტში ჰქონდა გამოკრული“ – რა ინფორმაციაზე საუბრობს ექსპერტი მამუკა არეშიძე

 

ვრცელი მიმართვის დასრულების შემდეგ პატიმარმა სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოს დარბაზი დატოვა, რაც პროკურორების მხრიდან მისი კრიტიკის საფუძველი გახდა. ჯარჯი წიკლაურმა დღეს დაცვის მხარეს 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებები და დაზარალებულები შეახსენა. მისი თქმით, პროცესზე მტკიცებულებების განხილვის მოსმენაზე დაცვის მხარის უარი საქმის არსებით განხილვას აფერხებს.

 

ექს-პრეზიდენტისნტერესების დამცველები მიიჩნევენ, რომ შვიდი ნოემბრისა და სხვა საქმეებზე ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან აქციის დაშლის შემდეგ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა წლების წინ აიღო.

 

ასევე ნახეთ: “მიშას გამოსვლა იყო ზუსტად იმ შინაარსის, რა შინაარსის გამოც ის დემოკრატად, დემოკრატიის დამცველად და დემოკრატების პარტნიორად აღარ განიხილება” – თამარ ჩერგოლეიშვილი

 

ადვოკატების განცხადებას, პროკურორის მხრიდან ტელეკომპანია იმედის დარბევისა და გირგვლიანის მკვლელების განთავისუფლების საქმეზე საუბარი მოჰყვა. ჯარჯი წიკლაურის თქმით, პროკურატურა მზადაა ამ საქმეებზე სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინოს.

 

7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედის დარბევის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 23 დეკემბერს გაიმართება.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X