01:27 | 2020-04-02 ავტორი: Prime Time

პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც… – გახარიას ჩამონათვალი, რაში იყო საქართველო ერთ-ერთი პირველი

პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც… – გახარიას ჩამონათვალი, რაში იყო საქართველო ერთ-ერთი პირველი

„მივხვდით, რომ ერთადერთი და ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, არის მობილობის შეზღუდვა და სოციალური დისტანციის დაცვა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

გიორგი გახარიამ ასევე ჩამოთვალა ის ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით განახორციელა.

 

„ჩვენ, პირველივე ეტაპზე პროფესიონალებს მოვუსმინეთ. მოვუსმინეთ ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს. მივხვდით, რომ ერთადერთი და ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, არის მობილობის შეზღუდვა და სოციალური დისტანციის დაცვა.

 

სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც შეზღუდა ფრენები ჩინეთთან, შემდგომ, თანმიმდევრულად ირანიდან და იტალიიდან.

 

ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც შეაჩერა სწავლის პროცესი სკოლებში.

 

ასევე, ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც დააწესა საყოველთაო თერმოსკრინინგი საზღვრებზე არა მხოლოდ აეროპორტებში, არამედ სახმელეთო საზღვრებზე.

 

ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც გამოყო სპეციალური სტაციონარები, რომლებმაც მიიღეს ადამიანები პირველივე ცხელების სიმპტომებით.

 

ეს ყველაფერი კეთდებოდა თანმიმდევრულად და ჩვენ უბრალოდ დროს არ ვკარგავდით, მაგრამ როდესაც ვსაუბრობ ეფექტურობაზე, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ თუ ჩვენ ამ ღონისძიებების გატარებაში ვიქნებით უფრო ეფექტურები, ჩვენი ნაბიჯები იქნება ხარისხიანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X