
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
ის მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა:
„ყველამ ერთად ვისწავლოთ სიმშვიდე, ამას მივეცი ხმა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პოლარიზაცია, რომელიც წინასაარჩევნოდ ვიხილეთ, დასრულდება. ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს, თუ არადა, ამით მხოლოდ ერთი, ჩვენი მეზობელი ხეირობს“, – განაცხადა პრეზიდენმა.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















