12:21 | 2021-12-06 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

“პოლიტიკა ასე შემოთვლით არ კეთდება” – დავით სერგეენკო ოპოზიციას მიმართავს

“პოლიტიკა ასე შემოთვლით არ კეთდება” – დავით სერგეენკო ოპოზიციას მიმართავს

“პოლიტიკა ასე შემოთვლით არ კეთდება, პოლიტიკა ხორციელდება სახელმწიფო ინსტიტუციებში, პარლამენტში შემოვიდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას.

 

„პოლიტიკა ასე შემოთვლით არ კეთდება, პოლიტიკა ხორციელდება სახელმწიფო ინსტიტუციებში, პარლამენტში შემოვიდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვიმსჯელოთ. ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება არგუმენტებით უნდა მივიღოთ. ეს საქმე შემოთვლით და გზავნილებით არ კეთდება. მგონი, ოპოზიციის ნაწილს რეალობის აღრევა აქვს და თვლიან, რომ ისინი არიან პარლამენტში და პოზიცია არის პარლამენტს გარეთ. უფრო სწორი იქნება, არგუმენტები მოვისმინოთ და გადაწყვეტილება ასე მივიღოთ“, – განაცხადა სერგეენკომ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X