22:40 | 2020-03-30 ავტორი: თამთა თორდია

პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ვერტიკალმა იდეალურად ვერ იმუშავა – თენგიზ ცერცვაძე

პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ვერტიკალმა იდეალურად ვერ იმუშავა – თენგიზ ცერცვაძე

„სწრაფი ტესტები უეჭველად საჭიროა, მაგრამ ხდება გადაჭარბებული აჟიოტაჟი. პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან ხდება წარმოჩენა – არ გეგონოთ, რომ სახელმწიფო იდეალურია და ვერტიკალმა მართლა იდეალურად იმუშავა. – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფო დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, სწრაფი ტესტები მცირე ხნის წინ შემოვიდა ხმარებაში და მათი დიდი უმრავლესობა არ აღმოჩნდა ვარგისი.

 

„სწრაფი ტესტები მცირე ხნის წინ შემოვიდა ხმარებაში და მათი დიდი უმრავლესობა არ აღმოჩნდა ვარგისი. როდესაც შემოწმდა, აღმოჩნდა რომ მისი მგრძნობელობა იყო 30 პროცენტი. ასეთი ტესტის ქონას, ჯობია საერთოდ არ გვქონდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ავტორი: თამთა თორდია

X