16:31 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

პოლიტიკური მესიჯების უფლება არ გვაქვს – ტიკარაძე ენმ-ს აქციაზე

პოლიტიკური მესიჯების უფლება არ გვაქვს – ტიკარაძე ენმ-ს აქციაზე

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციას, რომლის ფარგლებში მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები ურიგდებოდა, ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

 

„COVID – ის ინფექცია მოგეხსენებათ, დღესდღეობით არის გლობალური გამოწვევა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისარგებლოთ ამით და გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები, ამასთან დაკავშირებით, ძალიან კარგია ქველმოქმედება, მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რომლებიც მკაფიოდ დარღვეული იყო ამ აქციის ჩატარებისას.

 

ეს არღვევს ზრუნვას და უქმნის პრობლემებს და საფრთხეს ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ესე ზრუნავს და აქვე მინდა დავამშვიდო ზუგდიდის მოსახლეობა, მეც ვნახე ეს ვიდეოჩართვა და მინდა ვუთხრა სახელმწიფო ზრუნავს ადამიანებზე, რაც გამოიხატება იმაშიც, რომ მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მოწყობა, რომელსაც რამდენიმე დღეში მეთვითონ პირადად ვნახავ.

 

იქ მობილიზებული იქნება, როგორც საკარანტინო სივრცე, ასევე სტაციონარში გარკვეული ოდენობის საწოლები. ზუგდიდი და სამეგრელო, ისევე როგორც აფხაზეთი არის ის მხარე, რომელზეც სამინიტრო და სახელმწიფო ზრუნავს “ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

ავტორი: Prime Time

X