
საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში სანდრო თოფურია, საქართველოს ექსპრეზიდენტის პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის არის „ინტრიგანი“ და მსგავსი ინფორმაციით გავრცელება დესტრაბილიზაციას უწყობს ხელს.
„ყველაფერს აქვს საზღვარი , მათ შორის უნამუსობას!!! მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩვენი კონსულები ნანა ჩაბრავა, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი ადვაძე – 24 საათის რეჟიმში ეძებდნენ და სახლში აბრუნებდნენ სურვილის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს, ყველას განურჩევლად პოლიტიკური თუ სხვა მდგომარეობიდან გამომდინარე!
აბსოლიტირად ყველა იყო უზრნულველყოფილი პირველადი საჭიროების პოზიციებით და მათთან ქონდათ მუდმივი კონტაქტი სანამ არ დაბრუნდნენ სამშობლოში!
პოლიტიკური ქულების დაწერა , ამ მტკივნეულ დროს არის უნამუსობის პიკი! დესტაბილიზაცია ნებისმიერ ფასად მხოლოდ ქვეყნის მტერს შეუძლია იკადროს!!!
ის ორი პასპორტი ამოატრიალეთ , წითელი გვერდები რომ უჩანს ვიდეოში და მერე ილაპარაკეთ ათზე მეტი ხართ თუ არა!!! ინტრიგანი!!!“, – წერს თოფურია.
ყველაფერს აქვს საზღვარი , მათ შორის უნამუსობას!!!მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩვენი კონსულები Nana ChabravaTornike…
Gepostet von Sandro Topuria am Montag, 6. April 2020
სააკაშვილი თავის გვერდზე აზიარებს სოცქსელის მომხმარებლის ქრისტინა პუშოუს ვიდეოს, რომელშიც ის ამბობს,რომ იმყოფება ათენში ქართველ ემიგრანტებთან ერთად, რომლებიც უნდა ჩამოფრენილიყვნენ 7 აპრილს საქართველოში.
„ასე ატყუებს და გულს ტკენს საქართველოს მთავრობა საფრთხის ქვეშ მყოფ, ქართველ ემიგრანტებს – ხოლო ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს მთავრობა, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას მაინც არ თანხმდება, რომელიც გულისხმობს 1 000-ზე მეტი ქართველი ემიგრანტის უფასოდ ჩამოყვანა-დაბრუნებას, სამშობლოში“, – წერს პუშოუ.























