13:55 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

პოლიტკრიმინალი ნიშნავს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულს – გიორგი რურუა კობახიძის განცხადებას ეხმაურება

პოლიტკრიმინალი ნიშნავს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულს – გიორგი რურუა კობახიძის განცხადებას ეხმაურება

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა განახლდა.

 

დაცვის მხარე სატელეფონო ანძებიდან ჩანაწერების გამოთხოვას ითხოვს, რომელიც უპასუხებს კითხვას, იყო თუ არა გამომძიებელი დარსაველიძე შემთხვევის ადგილზე.

 

პატიმარმა გიორგი რურუამ მოსამართლეს მიმართა, რომ გამომძიებელი პირველად სხდომაზე ნახა.

ქვეყანაში გაჩნდა ორი ახალი კლასტერი! - გიორგი გახარია მოსახლეობას აფრთხილებს
2020-06-01ქვეყანაში გაჩნდა ორი ახალი კლასტერი! - გიორგი გახარია მოსახლეობას აფრთხილებს

ბატონი დარსაველიძე ვნახე პირველად ცხოვრებაში. ჩვენება,რომელიც მან მისცა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მან არ იცოდა, ჩხრეკის ადგილი მოქმედებას აღწერდა სრულიად განსხვავებულად, ვიდრე მახარაძე და პატრულის თანამშრომელი. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა, რომელიც უკავშირდება ტელეკომპანია “მთავარს”. ხომ ვერ ამიხსნით, რას ნიშნავს პოლიტიკური კრიმინალი?

 

გიორგი რურუა სასამართლო დარბაზში ირაკლი კობახიძის განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელიც რურუას პოლიტკრიმინალად მოიხსენიებს.

პოლიტკრიმინალი ნიშნავს, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანს, რომელსაც ის კრიმინალს ეძახის. ​ბატონი კობახიძე, რამდენადაც ვიცი, კონსტიტუციონალისტია, არ უნდა იყენებდეს ასეთ გამონათქვამებს, არ უნდა მაყენებდეს შეურაცხყოფას, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს სასამართლოს, რისი იმედიც მაქვს, რომ ამას ვერ მოახერხებს

დღევანდელ პროცესზე, აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე შუამდგომლობა არ დადგება.

 

ოპოზიცია აცხადებს, რომ 8 მარტს დადებული შეთანხმების საფუძველზე, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს.

 

ავტორი: Prime Time

X