15:23 | 2020-05-20 ავტორი: ალექსი ქამადაძე

„პოლიტპატიმრის“ წლის აღიარება – ანდრია გვიდიანი ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე

„პოლიტპატიმრის“ წლის აღიარება – ანდრია გვიდიანი ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე

შეხედეთ, როგორ უხდებიან ერთმანეთს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი პრორუსული და ანტიდასავლური „პარტიები“ და მარტივად უპასუხებთ შეკითხვას, ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში“, – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს და ირაკლი ორქუაშვილის განცხადებას ეხმიანება.

 

ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში, 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა – „ეს შეცდომა ჩვენ კარგი გაგებით მას დავაშვებინეთ, მან გაისროლა“.

 

ანდრია გვიდიანის თქმით, ეს „პოლიტპატიმრის“ წლის აღიარებაა.

 

ივანიშვილს დავაშვებინეთ შეცდომა, მან გაისროლა - ოქრუაშვილი
2020-05-20ივანიშვილს დავაშვებინეთ შეცდომა, მან გაისროლა - ოქრუაშვილი

 

 

„ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტია ოქრუაშვილი. რომელი ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია ხოშტარია.

 

ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის აგენტის პრესმდივანი იყო მაქარაშვილი, რომელი ქვეყნის არამეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის სახელობის ქუჩის გახსნას აპროტესტებდა დიღმელაშვილი.

 

ამას დაამატეთ, რომელ ქვეყანას ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები სააკაშვილმა და ბოკერიამ.

 

ამას დაამატეთ, როგორ უხდებიან ერთმანეთს ლეიბორისტული პარტიის ტერარიუმში შეკრებილი პრორუსული და ანტიდასავლური „პარტიები” და მარტივად გასცემთ პასუხს შეკითხვას – ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში”,- წერს ანდრია გვიდიანი.

 

„პოლიტპატიმრის“ წლის აღიარება!!!ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტია ოქრუაშვილი!ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია ხოშტარია!ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის აგენტის პრესმდივანი იყო მაქარაშვილი!ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის არამეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის სახელობის ქუჩის გახსნას აპროტესტებდა დიღმელაშვილი!ამას დაამატეთ, რომელ ქვეყანას ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები სააკაშვილმა და ბოკერიამ!ამას დაამატეთ, ვის სასარგებლოდ დააბრალეს საქართველოს საომარი მოქმედებების დაწყება და ხმა მისცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას კანდელაკმა, გაბაშვილმა, თაქთაქიშვილმა, დარჩიაშვილმა და თარგამაძემ!ამას დაამატეთ, როგორ უხდებიან ერთმანეთს ლეიბორისტული პარტიის ტერარიუმში შეკრებილი პრორუსული და ანტიდასავლური „პარტიები“!და მარტივად გასცემთ პასუხს შეკითხვას – ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში. #არანაცებს#არაბოროტებას #არარუსულსაქმეს #ნაცობასირცხვილია

Posted by Andria Gvidiani on ოთხშაბათი, 20 მაისი, 2020

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X