19:07 | 2021-07-05 ავტორი: Prime Time

პოლიცია შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდა ადგილზე – შსს ბაია პატარაიას განცხადებაზე

პოლიცია შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდა ადგილზე – შსს ბაია პატარაიას განცხადებაზე

ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც ასევე არის საფარის ოფისი, მოხდა თავდასხმა. პიროტექნიკაც კი შეყარეს და ადამიანიც კი დაზიანდა. – ამ შინაარსის პოსტი უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოხდა თავდასხმა, პიროტექნიკაც კი შეყარეს და ადამიანი დაზიანდა - ბაია პატარაია
2021-07-05მოხდა თავდასხმა, პიროტექნიკაც კი შეყარეს და ადამიანი დაზიანდა - ბაია პატარაია

 

მისი თქმით, კანონს არ იცავს პოლიცია და ხელისუფლება.

 

ბაია პატარაიას ამ განცხადებას შსს ეხმაურება.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს – „პოლიცია შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდა ადგილზე. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს ოფისში მყოფ პირებთან გასაუბრება.

 

სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ. მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126 მუხლებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”.

 

ავტორი: Prime Time

X