12:27 | 2020-05-05 ავტორი: ალექსი ქამადაძე

პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო რეჟიმის დარღვევის 107 ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო რეჟიმის დარღვევის 107 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 107 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

 

შსს-ს ცნობით, პოლიციამ, 4 მაისის 21:00 საათიდან 5 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, 86 მოქალაქე დააჯარიმა.

 

გარდა ამისა, საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 16 მოქალაქე დააჯარიმეს.

 

პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს.

 

ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა.

 

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 4 პირი დააჯარიმეს.

 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X