01:51 | 2020-10-16 ავტორი: Prime Time

პოლიციამ ჯანდაცვის მინისტრის სახლი გაჩხრიკა – გამოძიება დაადგენს ფრანგი მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებების კანონიერებას პანდემიის დროს

პოლიციამ ჯანდაცვის მინისტრის სახლი გაჩხრიკა – გამოძიება დაადგენს ფრანგი მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებების კანონიერებას პანდემიის დროს

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის სახლი პოლიციამ გაჩხრიკა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივიე ვერანის გარდა, პოლიციელებმა ასევე გაჩხრიკეს ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ჟერომ სალომონის სახლიც.

გაიგეთ, ვინ შედის პრიორიტეტულ ჯგუფში, ვისაც გრიპის სეზონური ვაქცინაცია ესაჭიროება
2020-10-16გაიგეთ, ვინ შედის პრიორიტეტულ ჯგუფში, ვისაც გრიპის სეზონური ვაქცინაცია ესაჭიროება

 

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად ადეკვატურად და სწრაფად მოქმედებდნენ ფრანგი მაღალჩინოსნები პანდემიის დროს.

 

„ბიბისის“ ცნობით, გამოძიებაში ფიგურირებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსიც და მისი წინამორბედი ედუარდ ფილიპი.

 

საქმის გამოძიება ივლისში დაიწყო, როდესაც რამდენიმე ექიმმა და „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ახლობლებმა მთავრობის წევრებს სამსახურებრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი. საქმეს სპეციალური სასამართლო იძიებს.

ავტორი: Prime Time

X