
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
ბოლო 24 საათის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 121 მოქალაქე დააჯარიმა- სულ 1,072
საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 4 მოქალაქე დაჯარიმდა – სულ 449
თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 პირი დაჯარიმდა
მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტებზე 31 პირი დაჯარიმდა.
ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
ასევე დაგაინტერესებთ:
საგანგებო რეჟიმის დარღვევის გამო, დღემდე 4 მილიონამდე ჯარიმა გამოიწერა
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული.
ამასთან, ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 4674 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362. გამოჯანმრთელდა 48 პაციენტი, გარდაიცვალა – 3.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















