
სააღდგომო წირვის დაწყების წინ ვაკის ფერიცვალების სახელობის ტაძარში შეკრებილ მრევლს დეკანოზმა შალვა კეკელიამ მიმართა.
სასულიერო პირმა საკუთარ სამწყსოს მიმტევებლობისა და პატივისცემისკენ მოუწოდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ სახლში დარჩენას ურჩევდათ.
„ეს ადამიანებიც მართლები არიან შინაგანად, ამიტომ ნუ გეწყინებათ… არ შეიძლება მათ მიმართ აგრესია გვქონდეს“, – აღნიშნა დეკანოზმა.
„პოლიციელები გვეხმარებიან, სახელმწიფომ გამოგზავნა ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან…
ამიტომ გაითვალისწინეთ ეს. ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვიჩინოთ. გთხოვთ, ნუ განიკითხავთ ერთმანეთს.
თუ შენს გულში ოდნავ მაინც ბოღმა იქნება ღმერთი ვერ მიგიღებს“, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.






















