13:04 | 2021-07-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ 2 სპორტსმენს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ 2 სპორტსმენს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ხობში პოლიციელების ცემის გამო დაკავებულ 2 მოჭიდავეს – ზაზა დათეშაძეს და ვარლამ კვარაცხელიას 2-თვიანი პატიმრობა ფოთის რაიონულმა სასამართლომ შეუფარდა.

 

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

რომელი ვაქცინით შეუძლიათ აცრა ორსულებს - პაატა იმნაძის განმარტება
2021-07-27რომელი ვაქცინით შეუძლიათ აცრა ორსულებს - პაატა იმნაძის განმარტება

 

 

ოჯახის წევრები კი პირიქით, მათ დარბაზიდან გათავისუფლებას ელოდნენ. მათი თქმით, დაპირისპირება გაუგებრობა იყო და ეს არაფხიზელი მდგომარეობის გამო მოხდა.

 

კვარაცხელიას დედა ამბობს, რომ ისინი აფხაზეთიდან დევნილები არიან, ბავშვი ობლობაში გაიზარდა და სამართალდამცავებს მისი კარიერა უნდა გაეთვალისწინებინათ.

 

რაც შეეხება მომხდარზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ კიდევ ორ სპორტსმენს – ნიკა ყორშიასა და მსოფლიო ჩემპიონ ნუგზარ წურწუმიას, მათ 3-დღიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული და ოჯახში დღეს დაბრუნდებიან.

 

შემთხვევა ხობის ცენტრში 25 ივლისს მოხდა.

 

ავტორი: თეა შონია

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X