22:01 | 2021-04-18 ავტორი: Prime Time

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია

შსს-მ კახეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

 

შსს-ს ცნობით, 40 წლის ქამილ ნამაზოვმა პოლიციის თანამშრომელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა​.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ლაგოდეხში პოლიციელი დაჭრეს
2021-04-18ლაგოდეხში პოლიციელი დაჭრეს

 

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X