18:26 | 2020-04-20 ავტორი: ნინი ტაველიძე

პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა კაცმა 16 ადამიანი მოკლა (კანადა)

პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა კაცმა 16 ადამიანი მოკლა (კანადა)

კანადაში, ახალი შოტლანდიის პროვინციის ქალაქ პორტაპიკში სროლას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა 51 წლის გაბრიელ ვორტმანმა ცეცხლი პორტაპიკში და სხვა ადგილებში გახსნა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

გარდაცვლილთა შორის ერთი სამართალდამცველია.

 

რამდენიმე საათიანი დევნის შემდეგ პოლიციამ ბოროტმოქმედი მოკლა.

 

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X