15:17 | 2020-05-18 ავტორი: ალექსი ქამადაძე

პოლიციელს განზრახ არ ეკეთა სამხრე კამერა რათა გიორგი რურუას დაკავება არ დაფიქსირებულიყო – დიმიტრი საძაგლიშვილი

პოლიციელს განზრახ არ ეკეთა სამხრე კამერა რათა გიორგი რურუას დაკავება არ დაფიქსირებულიყო – დიმიტრი საძაგლიშვილი

სამწუხაროდ სასამართლომ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით, იმიტომ რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა, – ამის შესახებ გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

 

ადვოკატის თქმით, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს პოლიციელი, რომელსაც „ათქმევინეს, რომ თითქოს ვინმე დავით დვალიშვილმა სთხოვა ავტომობილის გაჩერება“.

 

„სამწუხაროდ სასამართლომ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით, იმიტომ რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა ეს დადასტურდა ბოლოს დაკითხული მოწმეების ჩვენებებითაც.

 

ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს პატრულის თანამშრომელი, რომელმაც თქვა, რომ დაურეკა ვინმე დავით დვალიშვილმა რომელსაც იცნობს, მაგრამ ფიზიკურად აღწერა არ შეუძლია, არ იცის მაღალია თუ დაბალი, მათ შორის არ იცის ორივე თვალი აქვს თუ არა, არ იცის მსუქანია თუ დაბალია და ა.შ, არაფერი არ იცის.

 

გამოვლინდა, რომ ეს ადამიანი რეალურად არ იცნობს მას და უბრალოდ ათქმევინეს, რომ თითქოს ვინმე დავით დვალიშვილმა სთხოვა ავტომობილის გაჩერება.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება რაც პატრულის თანამშრომელმა განაცხადა იყო ის, რომ მას ხელმძღვანელმა უთხრა არ გაეკეთებინა სამხრე კამერა ანუ განზრახ არ მოხდა სამხრე კამერის გაკეთება, რათა ვიდეოზე არ დაფიქსირებულიყო გიორგი რურუას უკანონო დაკავება და მისთვის იარაღის ჩადება.

 

გიორგი რურუა ციხეში ზის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად. ბერკეტი შესაბამისად არის პოლიტიკური წნეხის მოხსნა სასამართლოზე.

 

იმ პირობებში თუ სასამართლოს არ ექნება მითითება რა გააკეთოს, ესეც კი საკმარისი იქნება, იმისთვის რომ სასამართლომ დაუყონებლივ გაათავისუფლოს გიორგი რურუა პატიმრობიდან“, – დიმიტრი საძაგლიშვილი

 

შემდეგი სასამართლო პროცესი ოთხშაბათს 10 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

 

დღეს, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

 

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X