14:53 | 2020-11-09 ავტორი: Prime Time

პოლიციის და სახანძრო ავტომობილების შუშები ქვებით ჩაამსხვრიეს – ინტერნეტში კადრები ვრცელდება

პოლიციის და სახანძრო ავტომობილების შუშები ქვებით ჩაამსხვრიეს – ინტერნეტში კადრები ვრცელდება

ინტერნეტში ვრცელდება გუშინ, ცესკოსთან მიმდინარე აქციის დროს გადაღებული ფოტო კადრები, სადაც ჩანს როგორ დააზიანეს პოლიციის და სახანძრო სამსახურის ავტომობილები.

 

 

ამასთან, შსს-მ გაავრცელა ვიდეო-კადრები, სადაც აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართ ქვებს და ცეცხლმოკიდებულ შეშის ნაჭრებს ისვრიან.

 

ოპოზიცია ირწმუნება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ წყლის ჭავლით, სასტიკად დაარბია. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ რადიკალური ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის სცენარით პროცესებს შეგნებულად ძაბავს, რის არგუმენტად ცესკოში ძალადობვრივი შეჭრის მცდელობა მოჰყავთ.

 

ავტორი: Prime Time

X