
პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს, მიხალ ვოსს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, მისმა ანალიზებმა დადებითი პასუხი აჩვენა, თუმცა თავს კარგად გრძნობს.
ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავირუსის 156 შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულთა რაოდენობა კი სამია.
რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსით ინფიცირებული სულ 33 ადამიანია. კარანტინის რეჟიმში 1008 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64.






















