
პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს მიხაილ ვოსს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ მან საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა.
„მას შემდეგ რაც კორონავირუსი სახელმწიფო ტყეების სამმართაველოს თანამშრომელს დაუდგინდა, რომელთანაც მე მქონდა კონტაქტი, მე მომათავსეს კარანტინში, სადაც ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა“, – განაცხადა პოლონელმა მინისტრმა.
ის ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო მუშაკებს მადლობას უხდის.
ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავირუსის 150 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 3 პაციენტი.






















