
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, 22 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ფიზიკური ან რაიმე სხვა პრობლემის მიზეზით აბორტი უკანონოდ ცნო. მიღებული გადაწყვეტილებით, ნაყოფის მოშორება მხოლოდ, გაუპატიურების, ინცესტის ან დედის სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაშია დასაშვები.
პოლონეთის პარლამენტში ადგილთა უმრავლესობა პარტია “კანონი და სამართლიანობას” ეკუთვნის. ისინი ღიად, უკვე დიდი ხანია არ უჭერენ მხარს ქალთა არჩევანის თავისუფლებას აბორტის თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოშიც, სწორედ მათ მიერ არის მოსამართლეთა დიდი ნაწილი თანამდებობებზე დანიშნული. ამასთანავე, ძირითად მმართველ ძალას ეხმიანება და მხარს უჭერს პოლონეთის კათოლიკური ეკლესიაც, რომელიც თავისი დიდი გავლენით, კიდევ უფრო, მეტად ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.
მიღებულ გადაწყვეტილებას, Covid – 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელთა ორგანიზატორების თქმით, მმართველმა პარტიამ კანონი გავლენიანი ეკლესიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მიიღო.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოლონელი ექიმების დიდ ნაწილს “სინდისის კლაუზულაზე” აქვთ ხელი მოწერილი, რაც დაშვებული შემთხვევების მიუხედავად, აბორტის გაკეთებას, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.
არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, Vogue Poland-მა თავის გარეკანზე, პოლონელი მოდელი ანია რუბიკი შიშველი გამოაჩინა. “სიშიშვლე – ეს არის ქალთა რევოლუციის სიმბოლო. პატრიარქალურ სისტემაში, ქალთა სხეული გამუდმებით ნაძაგები, შერცხვენილი და სექსუალიზირებულია” – ამბობს სუპერმოდელი და თავის “ინსტაგრამ” პოსტზე ამატებს, რომ მას ამ ფოტოებით საზოგადოებისათვის ქალთა პროტესტისა და სიძლიერის ჩვენება სურდა.

სახელმწიფო მიღებლი კანონებით, დღითიდღე, უფრო და უფრო, დიდი საფრთხის წინაშე აყენებს თავიანთ მოქალაქეებს – ქალებს, ლგბტქ+ თემს და სხვებს. “ჩვენ გვეუბნებიან თუ ვინ ვართ, მიგვითითებენ ვინ გვიყვარდეს და რა ვირწმუნოთ. ეს ქვეყანას ყოფს და ანცალკევებს. ეს საზოგადოებას არამდგრადსა და მერყევს ქმნის, რაც მათ [მმართველ ძალას] სოციუმის მარტივად მანიპულირების საშუალებას აძლევს.” – ანია რუბიკი. მოდელი ასევე, საზოგადოებას უშიშრობისა და სიძლიერისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ კანონი მოქალაქეთა პერსონალურ გადაწყვეტილებებში არ უნდა ერეოდეს.

ანიას პოსტს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა.
ავტორი: ამუკა ქორიძე






















