16:17 | 2020-11-17 ავტორი: Prime Time

პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით, თბილისში ქართულ-ამერიკული დროშები გამოფინეს

პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით, თბილისში ქართულ-ამერიკული დროშები გამოფინეს

თბილისის ქუჩებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით, ქართველ-ამერიკელი ერების მეგობრობის სიმბოლოდ, ქართულ-ამერიკული დროშები გამოიფინა.

 

შეგახსენებთ, რომ მაიკლ პომპეოს თბილისში ჩამოსვლის მიზანი ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ საუბარი და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებიაა.

 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვედრები დაგეგმილი აქვს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, პატრიარქთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

X