14:23 | 2020-05-20 ავტორი: თათია ცუკოშვილი

პორნოგრაფიის საქმე: ფოტოგრაფს და ბავშვის მშობლებს ხვალ საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ

პორნოგრაფიის საქმე: ფოტოგრაფს და ბავშვის მშობლებს ხვალ საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ბავშვების მშობლებსა და ფოტოგრაფს საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ.

 

როგორც ბრალდებულების ადვოკატი სალომე კალაიჯაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, მათ 17-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ. საპროცესო შეთანხმების შემდეგ კი, სასჯელი საკმაოდ მცირდება.

 

„ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმებას ბრალდების მხარე კატეგორიულად გამორიცხავდა. თეორიულადაც არ განიხილავდა. თუმცა, ჩვენდა მოულოდნელად მხარემ საპროცესო შეთანხმება შემოგვთავაზა. მათ მიერ შემოთავაზებული სასჯელი საკმაოდ მსუბუქია.

 

ჩვენ დაცვის მხარეს გვქონდა ასეთი ვერსია, რომ მუხლი უნდა გადაკვალიფიცირებულიყო, რაც ისედაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ამ მუხლთან მიახლოებული სასჯელები შემოგვთავაზეს. ეს სასჯელი, რომ არ ყოფილიყო ჩვენ საპროცესო შეთანხმებას არც კი დავთანხმდებოდით. ამიტომ, დავად არც კი გვიღირდა გაგვეგრძელებინა. ბრალდებულებმაც თანხმობა სწორედ, ამიტომ განაცხადეს,“ – აცხადებს ადვოკატი.

 

​მისივე თქმით, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა განაცხადა, რომ პორნოგრაფიული შინაარსის მხოლოდ მცირე რაოდენობის ფოტო მასალა იყო.

 

„გამოძიებასთან არავინ თანამშრომლობდა. ყველა უარყოფდა, რომ პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები იყო. სასამართლო სხდომაზეც დაკთხულმა ექსპერტმაც განცხადა, რომ მხოლოდ ფოტომასალების მცირე ნაწილი იყო პორნოგრაფიული ხასიათის. ჩემი დაცვისქვეშ მყოფები დღეს უკვე ბრალს აღიარებენ, ეს საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია,“ – აცხადებს სალომე კალაიჯაშვილი.

 

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი რვიდან 14 წლამდეა.

 

ცნობისთვის, ბავშვთა პორნოგრაფისი საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

 

დაკავებულ პირებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X