18:12 | 2021-07-14 ავტორი: თეონა ყაჭიური

პორტალზე შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია – ჯანდაცვის სამინისტრო

პორტალზე შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო საიტზე შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პორტალზე შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია.

 

„ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge-ზე ტექნიკური შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია.

 

ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დამატებითი IT ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვიდა, თუმცა მოქალაქეების უმეტესობამ ვაქცინაზე რეგისტრაცია ვერ შეძლო. ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშიც მოუხადა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X