
„ჩემმა პორტუგალიელმა მეგობარმა, რომელიც ასევე ჩემი კოლეგაა, მითხრა საქართველოს მაგალითზე ვსწავლობთო. კომპლიმენტი იყო“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ბიზნეს ონლაინთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველა რეკომენდაციას მომენტალურად ითვალისწინებდა და ამიტომაც გვაქვს მსგავსი შედეგი.
„ჩვენ, ცალკე სამედიცინო სექტორი, ვერაფერს გავაკეთებდით, თუ ხელისუფლება იმ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებდა, რასაც ჩვენ ვაძლევდით.
მომენტალურად კეთდებოდა ყველაფერი. ზოგჯერ ადრეც კი იღებდნენ გადაწყვეტილებას, ვიდრე რაიმე კონკრეტულ დროს ჩვენ ვეტყოდით. ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იყო“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს
!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:






















