
„სასწრაფოდ მჭირდება მალიარი. ანაზღაურება 10 ლარი დღეში”,- ამ შინაარსის ტექსტი მოქალაქემ სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გამოაქვეყნა, რამაც საზოგადოება ძალიან გაამხიარულა.
პოსტის ქვემოთ სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ : „განა რა 10 ლარი გაქვს ასეთი”, „რას დასცინით ხალხო, იქნებ დისტანციურად უნდა”, „ერთი ნული გადავიწყდა”, …”- წერენ მოქალაქეები.


























