
უცხოური გამოცემა „ექსპრესი“ კორონავირუსის შესაძლო ვაქცინაზე წერს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ჩინელი მედიკოსები ვიტამინ C-ს დაინფიცირებულ ადამიანებს ინექციის სახით უკეთებენ და მას პოტენციურ ვაქცინას უწოდებენ. თუმცა, საბოლოო შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
„პრაიმტაიმი“ გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით – კორონავირუსის მკურნალობა: შეიძლება ვიტამინი C ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გახდეს? ჩინელი ექიმები სწორედ ასე ფიქრობენ, თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.
„ჩინეთში ვიტამინი C-ს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედ პოტენციურ ვაქცინას სწავლობენ.
ჩინელი მეცნიერები მაღალი კონცენტრაციის შემცველ ვიტამინ C-ს უნიშნავენ იმ პაციენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულები არიან.
ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ საკვებ ნივთიერებას რამდენად აქვს ვირუსის განადგურების უნარი.
ჟონგნანის საავადმყოფოში ვუჰანის ნივერსიტეტის მკვლევარ-მეცნიერები პაციენტებს გადასხმის სახით 7 დღის განმავლობაში 24 გრამ ვიტამინ C-ს უნიშნავენ.
ამ მცდელობის ზუსტი შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ვიტამინს აქვს პასუხის გაცემის პერსპექტივა იმ პანდემიაზე, რომელიც გვემუქრება.
ჩინეთში ვიტამინ C-ს დოზირება 60-ჯერ აღემატება ეროვნული ჯანდაცვის სერვისების ორგანიზაციის გაცემულ რეკომენდაციას, ხოლო გაციების შემთვევაში დანიშნული ვიტამინის დოზას – 24-ჯერ.
„უფრო ადრე ჩატარებულმა ტესტებმა ცხადყო, რომ ვიტამინი С თითოეული ვირუსის წინააღმდეგ მოქმედებს, თუ საკმარისი კონცენტრაცია იქნება გამოყენებული.“ – ამბობს ექიმი ტომას ლევი, შეერთებული შტატების კარდიოლოგი.“ – წერს „ექსპრესი“.






















