22:31 | 2021-06-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

“პრაიდელების“ ცემა არის აკრძალული!“ – მანჩო გიორგობიანი პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციის დღის წესრიგზე

“პრაიდელების“ ცემა არის აკრძალული!“ – მანჩო გიორგობიანი პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციის დღის წესრიგზე

გუშინ გავიდა ულტიმატუმის ვადა, ამიტომ 5 ივლისს, შოთა რუსთაველის ძეგლთან ვიკრიბებით “ანტიპრაიდისტები”, ლევანი და მისი მომხრეები, ოჯახებითურთ – ცოლებით, ქმრებით, ბავშვებით და ა.შ, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ექიმები მისცემენ აქციის მასპინძლობის საშუალებას… ყოველგვარი ჩხუბი , ან “პრაიდელების” ცემა არის აკრძალული და აღვიქვამთ პროვოკაციის მოწყობის მცდელობად!.. პირიქით, ლევანი გვთხოვს, თუ ასეთს გადავეყარეთ, დავუძახოთ პოლიციას და ჩავაბაროთ “ლომისებრები” (?!), რომ არაფერი დაუშავდეთ !.. ნურავინ აჰყვებით პროვოკაციას, ან კონფლიქტის ესკალაციის მცდელობას!“, – ვკითხულობტ გიორბობიანის პოსტში.

 

ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა - დაიღუპა 30 წლამდე მძღოლი
2021-06-27ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა - დაიღუპა 30 წლამდე მძღოლი

 

შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ხელისუფლებას 15 ივნისს ულტიმატუმი წაუყენა და 10-დღიანი ვადა მისცა, იმისთვის, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული „ღირსების მარში“ გაეუქმებინათ.

 

„დღეს არის 15 ივნისი, ვაძლევთ ხელისუფლებას 10 დღიან ვადას, გააუქმოს 25 ივნისამდე დაგეგმილი ე.წ. დაანონსებული პრაიდი, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციის და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, რათა ყოველ წელს არ გვიწევდეს სირბილი ამ სისულეებზე. მიიღონ კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში,”- განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

გუშინ, 26 ივნისს სტამბოლში სამკურნალოდ მყოფმა ვასაძემ თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X