12:41 | 2021-07-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„პრაიდი“ აუცილებლად დაიხურება მარშით! – გიგა მაქარაშვილი

„პრაიდი“ აუცილებლად დაიხურება მარშით! – გიგა მაქარაშვილი

თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, თბილისი პრაიდის კვირეული აუცილებლად ღირსების მარშით დაიხურება და ქალაქის ცენტრში განვითარებული მოვლენები მათ გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

„ძალიან სამწუხაროა, ის რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს ვერარანირად ვერ შეცვლის ჩვენს გეგმებს, პრაიდი აუცილებლად დაიხურება მარშით.

 

ალბათ ყველას გყავთ სანაცნობო, სამეგობრო, სანათესაოში ადამიანი ამ თემის წევრი, რომელიც განიცდის შევიწროებას და მათი უფლებები მუდმივად ირღვევა. ზუსტად იმისთვის, რომ მათი უფლებები აღარ ირღვეოდეს, ეს უნდა შედგეს როგორც ტრადიცია და ტრადიცია უნდა დავამკვიდროთ, რომ ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში ადამიანები არ დაიყოფიან რელიგიური თუ სხვადასხვა ნიშნით და მათი კონსტიტუციური უფლებები იქნება გარანტირებული“, – ამბობს მაქარაშვილი.

 

 

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე ქაოსი და არეულობაა – “თბილისი” პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ისინი თავს დაესხნენ “კურიერის” გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად გაუსწორდნენ “რუსთავი 2”-ის ოპერატორს.

 

ფიზიკური დაპირისპირებაა ადგილზე ვითარება ამ წუთებში უკიდურესადაა დაძაბული. ჰომოფობიური ჯგუფებს და სამართალდამცველებს შორის.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X