16:00 | 2021-07-05 ავტორი: Prime Time

„პრაიმტაიმი“ უარს ამბობს რადიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებული ძალადობრივი აქციის გაშუქებაზე

„პრაიმტაიმი“ უარს ამბობს რადიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებული ძალადობრივი აქციის გაშუქებაზე

საინფორმაციო სააგენტო „პრაიმტაიმი” რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„პრაიმტაიმი“დღეიდან რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ არც ერთ ღონისძიებას აღარ გააშუქებს.

 

რედაქციის გადაწყვეტილებით, სააგენტო არ გააჩუქებს იმ პირების და ორგანიზაციის ლიდერების გამოსვლებს, რომლებიც მოუწოდებენ ძალადობისა და აგრესიისკენ, აკეთებენ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ თუ სხვა მსგავსი შინაარსის განცხადებებს.

 

ამასთან, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი თანამშრომლების წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულები.

ავტორი: Prime Time

X