
“პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ანა დოლიძე, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობა დატოვა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.
დოლიძე სააგენტოსთან აღნიშნულ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ადასტურებს და აცხადებს, რომ „არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას“.
რამდენიმე დღის წინ დოლიძის თანამოაზრემ ალეკო ელისაშვილმა არ გამორიცხა, რომ მასთან ერთად მაჟორიტარობისთვის, შესაძლოა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ იბრძოლონ.
„გუნდში, რომელსაც მე წარმოვადგენ, არის აზრთა გაცვლა-გამოცვლა. არ გამოვრიცხავ, რომ თბილისის სხვა ოლქებშიც დავაყენოთ კანდიდატები“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობა დღეს დატოვა. დოლიძე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღეს გადაუგზავნის.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე























